განგაში რუსული თვითმფრინავების გამო: ბრიტანული გამანადგურებლები ცაში აფრინდნენ

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიTyphoon
Typhoon - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ სიგნალი, სავარაუდოდ, რუსულ თვითმფრინავებს შეეხებოდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები შოტლანდიაში მდებარე ლოსიმუტის ავიაბაზიდან მიღებული განგაშის სიგნალზე აფრინდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

​სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ სიგნალი რუსულ თვითმფრინავებს შეეხებოდა.

„ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ Typhoon-ების დაუყოვნებელი რეაქცია ლოსიმუტის სამხადრო-საჰაერო ძალების ბაზიდან. გამანადგურებლები დღეს დილით აფრინდნენ“,  — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან იქვე განმარტა, რომ სავარაუდოდ, საუბარია რუსეთის კუთვნილ სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებულ განგაშის სიგნალზე, თუმცა მისიის დასრულებამდე სხვა, დამატებითი ინფორმაცია  არ გააჩნიათ.

ყველა ახალი ამბავი
0