ზოგი ასე უბერავს: ბრიტანელი ქალი ცოლად მეკობრის აჩრდილს გაჰყვა

© Photo: Courtesy of W-Artპატარძალი
პატარძალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
​იმისათვის, რომ ამ უცნაურ კავშირს კანონიერი ძალა ჰქონოდა, ამანდა ტიგმა ხომალდი იქირავა და ნათესავ-ახლობლების თანდასწრებით საქორწინო ფიცი საერთაშორისო წყლებში წარმოთქვა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის მკვიდრი ქალბატონი ამანდა ტიგი კარიბის ზღვის მეკობრის აჩრდილს გაჰყვა ცოლად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ The Daily Mirror-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის ამანდა ვინმე ჯეკი (გვარი უცნობია) გახდა, რომელიც რამდენიმე ასწლეულის წინ გარდაიცვალა. ქალის აზრით, მისი რჩეული ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მთავარი გმირის ჯეკ-ბეღურას პროტოტიპია.

​იმისათვის, რომ ამ უცნაურ კავშირს კანონიერი ძალა ჰქონოდა, ამანდა ტიგმა ხომალდი იქირავა და ნათესავ-ახლობლების თანდასწრებით საქორწინო ფიცი საერთაშორისო წყლებში წარმოთქვა.

მისი თქმით, ეს საუკეთესო ურთიერთობაა წყვილთა შორის, რაც კი შეიძლებოდა წარმოედგინა.

მსგავსი უცნაური ქორწინება დიდ ბრიტანეთში 2015 წელსაც შედგა, როდესაც სოფი ტენერმა საკუთარ თავზე იქორწინა.

ყველა ახალი ამბავი
0