მიწისძვრის მაგნიტუდა. არქივის ფოტო

ავღანეთსა და პერუში ერთდროულად ძლიერი მიწისძვრები მოხდა

85
(განახლებულია 14:54 14.01.2018)
ერთი წუთის შუალედით პერუსა და ავღანეთში მიწისძვრები მოხდა, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. პერუს სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის, ხოლო ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში — 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, იუწყება РИА Новости აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე (USGS) დაყრდნობით.

პერუში მიწისქვეშა ბიძგები დასახლებული პუნქტ აკარიდან სამხრეთ-დასავლეთით 31 კილომეტრში და ქალაქ იაუკადან 19 კილომეტრში ადგილობრივი დროით 4:18 საათზე დაფიქსირდა (თბილისის დროით 13:18 საათზე). მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ავღანეთში მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 9:19 საათზე (თბილისის დროით 13:19 საათზე) დაფიქსირდა. ეპიცენტრი დასახლებული პუნქტ ჯარმიდან 42 კილომეტრში და კერა 204,2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 

დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


85
თემები:
მსოფლიო დღეს (508)