სტივ ჯობსი

გამარჯვება იტალიურად: Apple-მა სტივ ჯობსის სახელისთვის ბრძოლა წააგო

28
(განახლებულია 13:37 29.12.2017)
იტალიელი ბიზნესმენების თქმით, Apple-ს არც უფიქრია, რომ კომპანიის დამფუძნებლის სახელზე უფლება გაეფორმებინა

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. იტალიელმა ბიზნესმენებმა ვინჩენცო და ჯაკომო ბარბატოებმა კომპანია Apple-თან სტივ ჯობსის სახელის კომერციული მიზნით გამოყენებაზე სასამართლო დავაში გაიმარჯვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ High Snobiety-ზე დაყრდნობით.

2012 წელს ბიზნესმენმა ძმებმა დაარეგისტრირეს სავაჭრო ნიშანი Steve Jobs-ი, რომელიც იმ დროისათვის თავისუფალი იყო. მათი თქმით, Apple-ს არც უფიქრია, რომ კომპანიის დამფუძნებლის სახელზე უფლება გაეფორმებინა.

​ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა ბარბატოების მიერ სახელის რეგისტრაცია კანონიერად ჯერ კიდევ 2014 წელს აღიარა, მაგრამ სასამართლო დავა Apple-თან კიდევ სამ წელიწადს გაგრძელდა. იტალიელი ბიზნესმენები ამტკიცებდნენ, რომ სტივ ჯობსის სახელი იურიდიულად არ ეკუთვნოდა ამერიკულ კომპანიას. ამას გარდა, დავა ასევე მიმდინარეობდა კომპანია Steve Jobs-ის ლოგოტიპის გამოც, რომელსაც „ჩაკბეჩილი“ ლათინური J-ს ფორმა აქვს. Apple-ს აზრით, მათი და იტალიური ბრენდის სიმბოლიკა ზედმეტად ჰგავს ერთმანეთს, თუმცა სასამართლო არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას.

ძმები ბარბატოები ბრენდ Steve Jobs-ის სახელით ტანსაცმელს აწარმოებენ, თუმცა უახლოეს მომავალში ამ სავაჭრო ნიშნით ანდროიდის პლატფორმაზე აწყობილი სმარტფონების გამოშვებასაც გეგმავენ.

28
თემები:
მსოფლიო დღეს (508)