მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს – რა ვითარებაა ამჟამად

© AP Photo / Evgeniy Maloletkaმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და პროკურორები სასამართლოში შუამდგომლობას ამზადებენ

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. პროკურორები სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ზომად შეეფარდოს შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურის ტარებით. ამის შესახებ თავის Facebook–გვერდზე დაწერა უკრაინის გენერალური პროკურორის პრეს–მდივანმა ლარისა სარგანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო УНИАН

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი  პარასკევს, გვიან ღამით კიევში დააკავეს. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ვერსია: მიხეილ სააკაშვილი შსს–ს ერთ–ერთი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს

სარგანის განცხადებით, ამ დროისთვის საგამოძიებო ქმედებები დასრულებულია. ოთხმა ადვოკატმა დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორი.

„პროკურორები სასამართლოში შუამდგომლობას ამზადებენ“, – დაწერა სარგანმა.

უკრაინის შსს–ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კიევში ოტროდნაიას ქუჩაზე დააკავეს, აღნიშნული ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავება ერთ–ერთ ბინაში მოხდა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი კარვების ქალაქიდან გადაიყვანეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0