თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის მიერ ძებნაში გამოცხადებულმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით სასტუმრო „კიევში“ შეჭრა სცადა, რათა შხაპი მიეღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რადის დეპუტატ ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით.
გერაშჩენკოს თქმით, სააკაშვილმა გარს ბოევიკები შემოიკრიბა, პოლიცია კი, სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს.
„სააკაშვილის სურვილი — ეს ბევრი სისხლის დაღვრაა, რათა აჩვენოს, გვირტყამენო. ჩვენ არ მივცემთ მას ამის შანსს. დღეს მან მეორედ სცადა სასტუმრო „კიევში“ შეჭრა რათა ვინმესთან რომელიმე ნომერში შესულიყო დასაბანად, მაგრამ არ შეუშვეს“, — განაცხადა რადის დეპუტატმა ტელეარხ NewsOne-ს ეთერში.
გერაშჩენკოს განცხადებით, ძებნილი პოლიტიკოსის მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, რის შემდეგაც ის კვლავ კარვების ქალაქში დაბრუნდა.