მოსკოვის მარათონი 2015

მშვიდობით, სიქაჩლევ: მეცნიერებმა გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებას მიაგნეს

1099
(განახლებულია 12:27 26.11.2017)
სპეციალისტებმა თმის ცვენის მთავარი მიზეზი დაადგინეს და მასთან ბრძოლის მეთოდი აღმოაჩინეს

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეის უნივერსიტეტ იონსეის მკვლევართა ჯგუფმა თმის ზრდის შეჩერების მიზეზი დაადგინა, ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Investigative Dermatology.

ადამიანებს, რომლებსაც თმის ცვენა აღენიშნებათ, ქსოვილების კლინიკური ანალიზი ჩაუტარდათ. მათ ქსოვილში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცილა CXXC5. ეს ცილა სხვა, DSH-ის ტიპის ცილასთან ქიმიური კონტაქტის დროს, თმის ფოლიკულის ზრდას აფერხებს.

ამის წყალობით მეცნიერებმა პრობლემის გადაჭრის მარტივ ხერხს მიაგნეს: ორი ცილის შეერთების ბლოკირება. მათ შესაბამისი პრეპარატი შეიმუშავეს და მისი გამოყენებით ექსპერიმენტიც ჩაატარეს. შედეგად, დადებითი ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან უკვე 28 დღის შემდეგ შეინიშნებოდა.

მკვლევარები აცხადებენ, რომ პრეპარატი დახვეწას საჭიროებს, რადგან თმის სრული გაცვენის შემთხვევაში ის საკმარისად ეფექტური არ არის.

 

1099
თემები:
მსოფლიო სამეცნიერო მიღწევები - 2018 (240)
გაზეთები

ისლამისტები ფრანგულ გაზეთს „ცეცხლით“ ემუქრებიან

22
(განახლებულია 18:00 21.10.2020)
ფრანგულმა რეგიონულმა მედიასაშუალებამ პირველ გვერდზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა ერთსიტყვიანი სათაურით.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფრანგულმა რეგიონულმა გაზეთმა Nouvelle République მუქარები მიიღო მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურა გამოაქვეყნა ჟურნალ Charlie Hebdo-დან, განაცხადა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა კრისტოფ ერიგომ ტელეარხ BFMTV-სთან ინტერვიუში.

​მისი თქმით, აღნიშნული კარიკატურა მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიბეჭდა გაზეთის პირველ გვერდზე ერთსიტყვიანი სათაურით INNOMABLE („სასტიკი“) და მას უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა.

ამასთან, კრისტოფერ ერიგოს განმარტებით, კომენტარების 99,9% დადებითია, თუმცა იყო მუქარის შემცველი გამოხმაურებებიც რედაქციის მისამართით: „უფრთხილდით ცეცხლს“, „ჩვენ გაგაფრთხილეთ“ და ა.შ., რის გამოც ჟურნალისტებმა სამართალდამცველ ორგანოებს უკვე მიმართეს.

გაზეთის რედაქტორი ამბობს, რომ კარიკატურის გამოქვეყნება სულაც არ ისახავდა მიზნად ვინმეს პროვოცირებას. მათ უბრალოდ სურდათ დაეგმოთ ძალადობა და მხარდაჭერა გამოეხატათ სიტყვის თავისუფლებისა და საფრანგეთის რესპუბლიკის ფასეულობებისადმი.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოცემა პატივისცემით ეპყრობა ყველა რელიგიას.

16 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებელ სამუელ პატის თავი მოკვეთა წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულაჰ ანზოროვმა, რის შემდეგაც ფოტო- და ვიდეომასალა ინტერნეტში გამოაქვეყნა. მოგვიანებით ანზოროვი პოლიციამ მოკლა.

საფრანგეთი ქვეყნიდან 200-ზე მეტ უცხოელს აძევებს>>

გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის მასწავლებელი იმისთვის დაისაჯა, რომ გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად.

 

22
თემები:
მსოფლიო დღეს
ქოქოსის კაკალი და ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი კორონავირუსს ანადგურებს: სენსაციური კვლევა

94
(განახლებულია 16:49 21.10.2020)
ირკვევა, რომ კვლევაში სუსტად ინფიცირებული 56 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ახლა იგივე სახის ტესტირება COVID-19-ით მძიმედ დაავადებულ ადამიანებზე ტარდება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქოქოსის ზეთს აქვს უნარი, გაანადგუროს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 და აღადგინოს იმუნური სისტემა ინფიცირებულ პაციენტებში, წერს International Business Times ფილიპინელ მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.

ფილიპინების ჯანდაცვის კვლევისა და განვითარების საბჭოს მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები, რომელშიც 56 ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ეს პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არ იყვნენ.

მეცნიერთა აზრით, პირველი დაწურვის ქოქოსის ზეთის მოლეკულებს, სისხლში კორონავირუსის დაბალი დონის შემთხვევაში, ამ მაჩვენებლის შემცირება დაახლოებით 60-90%-ით შეუძლია. გარდა ამისა, ქოქოსის ზეთი ასევე ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის გაზრდასაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის მსგავსი კვლევა COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებზე მიმდინარეობს ფილიპინების ერთ-ერთ ჰოსპიტალში.

მანამდე ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჟურნალში Journal of Biomolecular Structure and Dynamics გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმად, შავ პილპილში შემავალ ნივთიერება პიპერინს კორონავირუსი SARS-CoV-2-ის მოქმედების ბლოკირების უნარი აქვს. 

94
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
მთავარი პროკურატურა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა

0
საქართველოს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხის თავის სასარგებლოდ გადაჭრის რეალური შანსი გაუჩნდა, ფიქრობს ლაშა დარსალია

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მასალები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიამ. განხილვა აჩვენებს, რამდენად დამაჯერებელია საქართველოს არგუმენტები, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

დარსალიას თქმით, ბოლო დროს ნაპოვნი მასალები მიუთითებს, სად შეიძლება გადიოდეს 1938 წლის ხაზი. ეს მასალები შეიძლება ქართულმა მხარემ არგუმენტად გამოიყენოს.

„მასალები არის ღირებული, რასაც ამბობს ძალიან ბევრი ექსპერტი. ეს მასალები, რაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს სადემარკაციო კომისიამ. კომისიის განხილვებზე გამოჩნდება, რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი პოზიციით, ეს არგუმენტები ძალიან მყარია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოთხშაბათს დარსალია საქართველოს პროკურატურაში გამოიკითხა. მისი სიტყვებით, ინფორმაცია, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა, ეხებოდა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობას 2019 წლიდან დღემდე, როდესაც ის კომისიას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების პოზიციას, რომ 2006-2007 წლებში კომისიას არ უხელმძღვანელია 1:200 000 მასშტაბის რუკით, ვინაიდან ის ხარვეზიანი იყო, დარსალიამ აღნიშნა, რომ კომისიას ეს საკითხი არ განუხილავს, რადგან ქართულ მხარეს ეს დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

დარსალიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული რუკებისა და დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ადასტურებს საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიაზე.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა მასშტაბის რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

0
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ