SOS: დასახელდა 2018 წელს დასვენებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი Airbus-320
თვითმფრინავი Airbus-320 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები ტურისტებს ურჩევენ, თავი შეიკავონ აფრიკისა და აზიის რიგ ქვეყნებში ჩასვლისგან.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სამედიცინო სერვისული კომპანიის International SOS სპეციალისტებმა მსოფლიოს ინტერაქტიული რუკა შეადგინეს, რომელზეც 2018 წელს დასვენებისთვის ყველაზე საშიში და უსაფრთხო ქვეყნები აღნიშნეს. შესაბამისი კვლევა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამა თუ იმ ქვეყნის საშიშროების დონის განსაზღვრისას სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სტაბილურობა, ტერორიზმი, კონფლიქტები, დანაშაულის ზოგადი დონე. ასევე გათვალისწინებულია სხვა ფაქტორები: სტიქიური უბედურებების სიხშირე, პოლიციისა და საგანგებო სამსახურების მუშაობის ეფექტურობა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საიმედოობა.

რუკაზე ყველაზე საშიში ქვეყნები მუქი წითელი ფერითაა გამოყოფილი. ასეთი ფერით აღინიშნა სომალი, იემენი, ავღანეთი, მალი, სამხრეთი სუდანი, ლიბია და სირია.

გარდა ამისა, მწვანედ არის გამოყოფილი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები – ნორვეგია, ისლანდია და ფინეთი.

ყველა ახალი ამბავი
0