რეპერი Lil Peep კონცერტის წინ ნარკოტიკების ჭარბი დოზისგან გარდაიცვალა

© FB / Lil Peepგუსტავ არი (Lil Peep)
გუსტავ არი (Lil Peep) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, არიზონაში გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოპულარული ამერიკელი რეპ-შემსრულებელი გუსტავ არი, რომელიც Lil Peep-ის სახელით არის ცნობილი, 21 წლისა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებისგან გარდაიცვალა, იუწყება ბრიტანული გამოცემა Independent.

მუსიკოსი არიზონაში კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზია გადაჭარბებული ნარკოტიკული დოზა.

Lil Peep-მა მუსიკალური საქმიანობა 2015 წელს დაიწყო ტრეკების ჩაწერით, ასევე YouTube-ის საკუთარ არხზე ვიდეოკლიპების განთავსებით, რომელთაგან ბევრმა მილიონობით ნახვა დააგროვა.

რეპერმა პირველი ალბომი Come Over When You're Sober 2017 წლის აგვისტოში გამოუშვა, რის შემდეგ საგასტროლო ტურში გაემგზავრა, რომელიც 16 ნოემბერს უნდა დაესრულებინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0