წყალდიდობა საბერძნეთში: დაღუპულია 15 ადამიანი

გამოწერა
განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რამდენიმეკვირიანმა ცუდმა ამინდმა, განუწყვეტელმა ნალექმა და განსაკუთრებით 15 ნოემბერს ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, ცენტრალურ საბერძნეთში მოულოდნელი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, საავადმყოფოში გადაყვანილია 37 ადამიანი, რამდენიმე ჯერ კიდევ იძებნება. ამის შესახებ BBC იუწყება.

წყალდიდობის შედეგად განადგურებული სახლები მატარაში , შრი-ლანკა - Sputnik საქართველო
გამანადგურებელი წყალდიდობა შრი-ლანკაზე

გარდაცვლილებს შორის უმეტესად არიან ხანშიშესული ადამიანები, რომლებიც მაშველებმა საკუთარ სახლებში აღმოაჩინეს.

სტიქიამ ყველაზე მეტად საბერძნეთის დედაქალაქ ათენის გარშემო მდებარე ინდუსტრიული ქალაქები — მანდრა, ნეა პერამოსი და მეგარა დააზარალა: დაზიანდა ინფრასტრუქტურა, განადგურებულია გზები, საცხოვრებელი სახლები, მანქანები. მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

ნეა პერამოსის მერის განცხადებით, „ყველაფერი დაკარგულია. კატასტროფა არის ბიბლიური". მისი თქმით, ქალაქში მილიონობით ტონა წყალია ჩამოსული მთებიდან, დატბორილია 1000-მდე სახლი, რაც ქალაქის საცხოვრებელი სახლების ერთ მესამედს შეადგენს. დაზიანებულია ასევე, ქალაქ ათენის დასავლეთ ნაწილი. ქალაქ მანდრაში დახურულია 20 სკოლა.

როგორც BBC იტყობინება, ოთხშაბათს, შუადღისთვის საბერძნეთის სახანძრო სამსახურში 600-ზე მეტი სატელეფონო ზარი განხორციელდა და ქალაქში 200-მდე მეხანძრე-მაშველი გავიდა მოსახლეობისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

 

ხატია გიგოლაშვილი

 

ყველა ახალი ამბავი
0