ლეონარდო და ვინჩის ნახატი Christie's აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobokაუქციონი
აუქციონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახატში გადახდილი თანხა ორჯერ მეტია 2015 წელს პიკასოს ქმნილებაში გადახდილ თანხაზე, რომელიც აქამდე ყველაზე ძვირადღირებულ ნაწარმოებად მიიჩნეოდა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ლეონარდო და ვინჩის ნახატი „სამყაროს მხსნელი" Christie's აუქციონზე ნიუ-იორკში 400 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, ხოლო სხვადასხვა გადასახადის გათვალისწინებით, საბოლოო თანხა 450 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს რეკორდული თანხაა ხელოვნების ნაწარმოებისთვის, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რენესანსის ეპოქის დიდი იტალიელი მხატვრის, მათემატიკოსის, ინჟინრის, გამომგონებლის, მუსიკოსის, გეოლოგის, ანატომის, მოქანდაკის ლეონარდო და ვინჩის ნახატის საწყისი ფასი აუქციონზე 100 მილიონი დოლარი იყო.

მერაბ აბრამიშვილის ნახატების კატალოგი - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრის სურათები Chrictie's აუქციონზე გაიყიდა

ნახატისთვის ხუთი პოტენციური მყიდველი იბრძოდა, მაგრამ როდესაც თანხა 200 მილიონს გადასცდა, მხოლოდ ორი მყიდველი დარჩა. ნახატი, ნახევარსაათიანი ვაჭრობის შემდეგ, იყიდა პიროვნებამ, რომელმაც ტილოში 400 მილიონი დოლარი შესთავაზა.

ლეონარდო და ვინჩის ქმნილების მფლობელის ვინაობა არ დასახელებულა.

ეს თანხა ორჯერ მეტია ასევე Christie's აუქციონზე ნიუ-იორკში 2015 წელს დამყარებულ რეკორდზე. ბოლო წელიწად-ნახევარია ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად მიიჩნეოდა პაბლო პიკასოს „ალჟირელი ქალები", რომელიც კატარის პრემიერ-მინისტრმა ჰამად ბენ ჯას ალ ტანიმ თითქმის 200 მილიონად შეიძინა.

და ვინჩის „სამყაროს მხსნელი" დაახლოებით 1500 წელს შეიქმნა. სურათი სრულად აღადგინეს 2007 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0