ბრაზილიაში დააპატიმრეს... ცხენი

© Sputnik / Alexander Imedashviliცხენი სადგომში
ცხენი სადგომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხენს არ აჭმევდნენ. მოთავსებული ჰყავდათ ვიწრო გალიაში, სადაც განძრევა შეუძლებელია.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ბრაზილიის შტატ სერჟიპიში ცხენი მას შემდეგ „დააპატიმრეს", რაც მან ავტომობილი დააზიანა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ Globo-ზე დაყრდნობით.

ინფორმაციის თანახმად, ცხენის პატრონი ცხოველს ასეირნებდა, როდესაც მასთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და ცხენით გასეირნება სთხოვა. პატრონი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ცხენი დაფრთხა და წიხლით შემთხვევით ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის ადგილზე პოლიციელი მივიდა და ცხენი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა.

„როდესაც პოლიციის განყოფილებაში მივედი, ცხენი გისოსებში იყო ჩამწყვდეული, თითქოს რამეში იყო დამნაშავე. მას არ აჭამეს და ვიწრო გალიაში მოათავსეს, სადაც განძრევა შეუძლებელია. ღამით მას საჭმელი მივუტანე, მაგრამ დღეს დილით მისი გამოკვების უფლება არ მომცეს", — განაცხადა ცხენის პატრონმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხენი დაკავებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს, როდესაც პატრონმა მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებლობა აიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0