დონალდ ტრამპი

ამერიკელმა მილიარდერმა ტრამპის იმპიჩმენტისთვის კამპანია წამოიწყო

46
(განახლებულია 10:28 23.10.2017)
მაგნატი აშშ-ის პრეზიდენტს ბირთვული კონფლიქტის პროვოცირებაში და მედიის მიმართ მუქარებში ადანაშაულებს

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკელმა მილიარდერმა ტომ სტაიერმა YouTube-ის საკუთარ არხზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთვის კამპანია წამოიწყო

ვიდეორგოლში სტაიერი ტრამპს ადანაშაულებს იმაში, რომ მან აშშ ბირთვული ომის ზღვარზე დააყენა, კანონებს უგულებელჰყოფს, გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელს უშლის, უცხოური სახელმწიფოების მთავრობებსგან თანხებს იღებს და ახალი ამბების მედია-საშუალებებს ემუქრება.

„თუ ეს არ წარმოადგენს საბაბს სახიფათო პრეზიდენტის გადადგომისთვის, მაშინ რა დაემართა ჩვენ მთავრობას?"- განაცხადა მილიარდერმა. 

სტაიერმა ასევე ვებგვერდი შექმნა, რომელზეც ტრამპის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

„ამერიკის კონგრესში ესმით, რომ ტრამპი საფრთხეს წარმოადგენს: ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და ამასთან ბირთვული იარაღით არის შეიარაღებული", — განაცხადა სტაიერმა. ამასთან, მილიარდერის თქმით, კონგრესში არანაირ ზომებს არ იღებენ.

ტომ სტაიერი — მილიარდერი, საინვესტიციო კომპანია Farallon Capital-ის დამფუძნებელია. მისი ქონება 1,61 მილიარდ დოლარად ფასდება. სტაიერი დემოკრატიული პარტიის ერთგული მომხრეა. მის საარჩევნო კამპანიებზე მას არაერთხელ გაუღია თანხები. აგრეთვე ის აფინანსებს პროექტებს, რომლებიც გარემოს დაცვას უკავშირდება.

46
თემები:
მსოფლიო დღეს (641)