მიხეილ სააკაშვილი

კიევში მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი გაიტაცეს

123
(განახლებულია 20:39 21.10.2017)
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომ გიორგი რუბაშვილი, რომელიც საქართველოში მისი დაცვის უფროსი იყო, უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებულმა პირებმა კიევში მისი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი გაიტაცეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ქუჩაში რვა შეიარაღებულმა პირმა საქართველოში ჩემი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი მაშინ შეიპყრო, როდესაც ის ნაცნობთან ერთად კიევის კაფედან გამოდიოდა. ის კიევში ცხოვრობს… გატაცება ორი საათის წინ მოხდა. პოლიცია ამბობს, რომ ის მათთან არ არის, ხოლო უკრაინის უშიშროების სამსახური არაფერს ამბობს“, — დაწერა სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

მისი ვარაუდით, ეს „იგივე ოპერიდანაა“, რომ გარს შეიარაღებული ტერორისტები და პუტჩისტები ახვევია.

123