ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე დღე მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩეხეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები გუშინ, პარასკევს დაიწყო და დღეს გაგრძელდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ჩეხეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების მეორე დღე მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მარტინ სტროპნიცკი - Sputnik საქართველო
ჩეხეთი საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითაა დაინტერესებული

ქვეყანაში ხმის მიცემა ტრადიციულად ორ დღეს გრძელდება. არჩევნები გუშინ, პარასკევს დაიწყო და 22:00 საათამდე გაგრძელდა, დღეს კი ხმის მიცემა, ჩვეულებისამებრ, 08:00 სააათზე დაიყო და 14:00 საათზე შეწყდება.

წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა 27-28% ხმას მილიარდერი ანდრეი ბაბიშის მიერ ექვსი წლის წინ ჩამოყალიბებული მოძრაობის, ANO-ს წევრებს მისცემს; ორჯერ ნაკლები ამომრჩეველი დაუჭერს მხარს კომუნისტებსა და სოციალ-დემოკრატებს, ხოლო მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლებმა ძლივს მოუყარეს თავი 5%-ს, რაც პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი ხმათა რაოდენობაა.

ყველა ახალი ამბავი
0