უსახლკარო მამაკაცი

ნამდვილი ამბავი საოცარი დასასრულით: მიუსაფარ მამაკაცს მალე ბინა ექნება

784
(განახლებულია 18:42 19.10.2017)
გოგონას დანაკარგის პოვნის არანაირი იმედი არ ჰქონდა და ამიტომ არც კი მოუკითხავს ჩანთა. მეგობრებმა კი შეატყობინეს, რომ ვიღაც მამაკაცი ეძებდა, რათა დაკარგული ნივთები დაებრუნებინა.
784
თემები:
რეალური ისტორიები (38)
ევროკავშირის დროშები

ევროკავშირი ბელარუსის ხელმძღვანელობას სანქციებს  დაუწესებს

79
სანქციები შეეხება რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს, რომლებიც ქვეყანაში ძალადობის გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე აგებენ პასუხს

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირი დაუწესებს სანქციებს ბელარუსის იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებთან კავშირში არიან, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრაზე, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართა.

როგორც ცნობილი გახდა, საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დროს შეადგენენ იმ პირთა სიებს ბელარუსში, რომელთა მიმართაც იქნება გამოყენებული სანქციები.

რა სახის შეზღუდვები იქნება დაწესებული ბელარუსის მაღალჩინოსნების მიმართ და რამდენად ვრცელი იქნება „შავი სია“, ჯერჯერობით უცნობია.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაუბრუნდებიან მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 27 და 28 აგვისტოს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 80.08%-მა ხმა მისცა ალექსანდრ ლუკაშენკოს, 10.9%-მა კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას. არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მინსკსა და რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში გაიმართა, აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პროტესტების დროს დაახლოებით 7 ათასი კაცი დააკავეს, ასეულობით პირი საავადმყოფოში აღმოჩნდა, მათ შორის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში არეულობების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.

79
თემები:
მსოფლიო დღეს

"ჩრდილოეთის ნაკადი 2": ევროკავშირი აშშ-ის სანქციებით უკმაყოფილოა

125
ევროკავშირმა აშშ-ს დემარში გამოუცხადა ახალი სანქციების გამო, რომლების დაწესებასაც ისინი „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის მიმართ აპირებენ

უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის მონაწილე 27 ქვეყნიდან 24-მა, იუწყება გერმანული გამოცემა Welt. ამერიკელების წინააღმდეგ წავიდნენ ის სახელმწიფოებიც, რომლებიც აქამდე მსგავს ნაბიჯებს თავს არიდებდნენ. რუსმა პოლიტოლოგებმა ამ ყველაფერში ვაშინგტონისათვის მიცემული მინიშნება დაინახეს, რა სურთ ევროპელებს და განხორციელდება თუ არა პროექტი - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

125
მომხმარებელი კომპიუტერთან

ჯანდაცვის სამინისტრო დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას შეფერხების გამო ბოდიშს იხდის

0
რეგისტრაციის ვებგვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა, შუადღისთვის კი საერთოდ გაითიშა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფულადი დახმარების სწრაფად მიღების მსურველი ძალიან ბევრია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღების მსურველებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს - მშობელთა გაზრდილი ნაკადის გამო პლატფორმის მუშაობა შეფერხდა, იუწყებიან ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია. შაბათს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge დაიწყო რეგისტრაცია დახმარების მისაღებად. თუმცა რეგისტრაციის გავლის მსურველები პრობლემას გადააწყდნენ - ვებგვერდი არ მუშაობდა.

„ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში და ბოდიში მოიხადეს.

ამავე დროს უწყებამ დაამშვიდა მშობლები და განმარტა, რომ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და დახმარების მიღებას ყველა მსურველი მოასწრებს.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა დაარეგისტრირებს განაცხადს. ერთ ბავშვზე დახმარების ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში