ლუიზიანაში ნავთობის პლატფორმაზე აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Игорь Зарембо / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქება ნავთობის პლატფორმაზე
აფეთქება ნავთობის პლატფორმაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ლუიზიანას შტატში ნავთობის პლატფორმაზე აფეთქება მოხდა, არიან დაზარალებულები, იუწყება The Times-Picayune.

ლუიზიანას შტატში პონჩარტრეინის ტბაზე ნავთობის პლატფორმაზე აფეთქება კვირას, საღამოს მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაზარალდა, მათგან რამდენიმემ მძიმე ტრავმები მიიღო, ერთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, აღნიშნა ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ნავები და კატარღებია გაგზავნილი. ჯერჯერობით დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პოლიცია ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდებს ინციდენტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ნავთობის პლატფორმა კომპანია Clovelly Oil Co-ის ეკუთვნის.

ყველა ახალი ამბავი
0