სირიის ქალაქი მეადინი ტერორისტებისგან გათავისუფლებულია

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddin / გადასვლა მედიაბანკშირაიონი ჯაფრა, სადაც სირიის ჯარსა და ბოევიკებს შორის ბრძოლები გრძელდება
რაიონი ჯაფრა, სადაც სირიის ჯარსა და ბოევიკებს შორის ბრძოლები გრძელდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიის სამთავრობო ჯარები ქვეყნის აღმოსავლეთში მსხვილი დასახლებული პუნქტი დაიკავეს

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სირიის სამთავრობო ჯარებმა ქალაქ მეადინში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების განადგურების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით.

„სირიის სამთავრობო ჯარებმა ქალაქ მეადინში „ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების განადგურების ოპერაცია დაასრულეს. სირიის ჯარის მოიერიშე ქვეგანაყოფებმა გენერალ ჰასან სუჰელის მეთაურობით ცენტრალურ და სამხრეთ კვარტლებში ტერორისტების გააფთრებული წინააღმდეგობა გადატეხეს და ქალაქი მთლიანად გაათავისუფლეს", — განაცხადა გენერალ-მაიორმა.

სირიის დემოკრატიული ძალები ქალაქ ტაბჰას ქუჩაზე, ისლამის ბიევიკებისგან მისი გათავისუფლების შემდეგ - Sputnik საქართველო
სირიის რაკა ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლდა

კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ მეადინი მდინარე ევფრატეს ხეობაში მდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" კონტროლ ქვეშ რჩებოდა და სირიის აღმოსავლეთით ტერორისტების მიერ ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებულ რაიონს წარმოადგენდა.

„ბოლო კვირაში ერაყიდან მისი მიმართულებით „ისლამური სახელმწიფოს" ყველაზე ბრძოლისუნარიანი რეზერვები გადაადგილდა. ამიტომ მეადინში ტერორისტების განადგურებით სირიის ჯარების ტაქტიკური წარმატება ოპერატიულში გადაიზარდა", — განაცხადა რუსული უწყების წარმომადგენელმა.

კონაშენკოვის ინფორმაციით, ამჟამად სუჰელის რაზმები რუსული სამხედრო-კოსმოსური ძალების მხარდაჭერით შეტევას ავითარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0