სირიის რაკა ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლდა

© REUTERS / Rodi Saidსირიის დემოკრატიული ძალები ქალაქ ტაბჰას ქუჩაზე, ისლამის ბიევიკებისგან მისი გათავისუფლების შემდეგ
სირიის დემოკრატიული ძალები ქალაქ ტაბჰას ქუჩაზე, ისლამის ბიევიკებისგან მისი გათავისუფლების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დრომდე რაკა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების საყრდენს წარმოადგენდა

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქი რაკა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალურ დედაქალაქად მიიჩნეოდა, ტერორისტებისგან გათავისუფლდა, იუწყება Al Arabiya წყაროებზე დაყრდნობით.

ტელეარხის მონაცემებით, ტერორისტული ორგანიზაციის ბოევიკები დაჯგუფება „დემოკრატიული სირიის ძალაების“ (SDF) რაზმებს ჩაბარდნენ.

ტერორისტები რაკას 2013 წლიდან აკონტროლებდნენ. 2016 წელს დასავლურმა კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით ქალაქის გათავისუფლების ოპარციის დაწყების შესახებ განაცხადა.

Су-24 ჰმეიმის აეროდრომზე - Sputnik საქართველო
სირიაში რუსული „სუ-24“ და მისი ეკიპაჟი დაიღუპა

 მანამდე რუსეთის შეარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 5,8 ათასი კვადრატული კილომეტრით შემცირდა, ტერორისტებისგან 142 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.

პარასკევის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლ ქვეშ რჩება 14,8 ათასი კვადრატული კილომეტრი, რაც სირიის ტერიტორიის 8%-ზე ნაკლებს წარმოადგენს, განაცხადა რუსეთის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი რუდსკოიმ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ტერორისტული დაჯგუფებების „ისლამური სახელმწიფოს“ და „ჯაბჰატ ან-ნუსრას“ ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაციას გააგრძელებენ მათ მთლიან განადგურებამდე, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0