დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა

© REUTERS / James Lawler Dugganუცხოელი მგზავრი დალასის აეროპორტში
უცხოელი მგზავრი დალასის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგრეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი შეურაცხმყოფელს უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ამერიკაში ირანის მოქალაქეების შესვლის აკრძალვას.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის პირობები მკაცრდება, იუწყება ტელეარხი CNN.

ჩადის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის მოქალქეების მიმართ მიღებული კანონი 18 ოქტომბერს შევა ძალაში. ამერიკულ „შავ სიაში“ რჩებიან: სომალი, სირია, ირანი, იემენი და ლიბია. ჩამონათვალიდან ამოღებულია სუდანი. შეზღუდვები შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ დამტკიცებული კავშირი აშშ-ის მოქალაქეებთან. აღნიშნულ კანონს მოქმედების ხანგრძლივობის ვადა არ გააჩნია.

„გავხადო ამერიკა უსაფრთხო — ეს ჩემი უპირველესი პრიოროტეტია. ჩვენ არ შემოვუშვებთ ქვეყანაში იმათ, ვის უსაფრთხოებაშიც არ ვიქნებით დარწმუნებული“, — დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე.

​ტრამპის ახალ კანონს უკვე გამოეხმაურა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი, რომელმაც შეურაცხმყოფელი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ამერიკაში ირანის მოქალაქეების შესვლის აკრძალვას.

„ტრამპის ცრუ თანაგრძნობა ირანელების მიმართ კიდევ უფრო არაგულწრფელად ჟღერს მისი ახალი და კიდევ მეტად შეურაცხმყოფელი აკრძალვის ფონზე ესოდენ ღირსშესანიშნავი ხალხის მიმართ“, — დაწერა ზარიფმა საკუთარ „ტვიტერზე“.

ყველა ახალი ამბავი
0