ცნობილი გახდა გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშისაპარლამენტო არჩევნები გერმანიაში
საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსმა, რომელიც ანგელა მერკელისა და ჰორსტ ზეეჰოფერის პარტიებისგან შედგება, წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და საერთო ჯამში პარლამენტში 65 ადგილი დაკარგა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა: ბუნდესტაგში ექვსი პარტია შედის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

არჩევნები გერმანიაში - Sputnik საქართველო
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

ყველაზე მეტი ხმა ბლოკმა „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ მიიღო — 33%. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე მოსახლეობის 76,2% გამოცხადდა. 

ამრიგად, ბლოკი „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ ბუნდესტაგში 200 ადგილს მიიღებს. ალიანსმა, რომელიც ანგელა მერკელისა და ჰორსტ ზეეჰოფერის პარტიებისგან შედგება, წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და საერთო ჯამში პარლამენტში 65 ადგილი დაკარგა.

გერმანიის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა კვირას საპროტესტო აქციები მოაწყო პარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გასვლის გამო, რომელიც ამ დროისათვის მესამე ადგილზეა 12,6%-ით. თავად მერკელმა ამ პარტიის შედეგებს „გამოცდა“ უწოდა.

რაც შეეხება „მემარცხენეებსა“ (9,2%) და „მწვანეებს“ (8,9%) დაწლევანდელი არჩევნები ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა მათ ისტორიაში. მათ ბუნდესტაგში, შესაბამისად, 69 და 67 ადგილი მოიპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0