გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

© REUTERS / Fabrizio Benschარჩევნები გერმანიაში
არჩევნები გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამინდელ საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის გაერთიანების შემდეგ პარტიების მაქსიმალური რაოდენობა მონაწილეობს - საკუთარი კანდიდატები 42-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. კვირას გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, კენჭისყრის შედეგების მიხედვით კანცლერის ახალი კანდიდატურა გამოვლინდება.

საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 18:00 საათზე დასრულდება. ამავე დროს გამოჩნდება exit poll-ების შედეგები (უბნიდან გამოსვლის დროს ამომრჩეველთა გამოკითხვა). როგორც წესი, ასეთი გამოკითხვების შედეგები კენჭისყრის სურათს საკმარისი სიზუსტით ასახავს, იუწყება РИА Новости.

Exit poll-ს შემდეგი კვლევითი ცენტრები ჩაატარებენ: Forsa (ტელეარხი RTL, პროექტი RTL-Wahltrend), Emnid (ტაბლოიდი Bild), Infratest dimap (ტელეარხი ARD, პროგრამა ARD-Deutschlandtrend), კვლევითი ცენტრი „არჩევნები" (Wahlen, ტელეარხი ZDF).

მოძრაობა PEGIDA-ს აქცია დრეზდენში - Sputnik საქართველო
გფრ ერთ წელში მერკელის პოლიტიკით უკმაყოფილო 700 ათასამდე გერმანელმა დატოვა

კენჭისყრის შედეგების ოფიციალური შეჯამება ონლაინ-რეჟიმში გერმანიის ფედერალური საარჩევნო კომიტეტის ინტერნეტ-გვერდზე გაიმართება. არჩევნების შედეგების საბოლოო სურათი ცნობილი ორშაბათს, 25 სექტემბერს იქნება.

არჩვენებიდან 30 დღეში ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი საორგანიზაციო სხდომა უნდა ჩატარდეს და არჩევნების შედეგები დამტკიცებულად ჩაითვლება.

გერმანიაში ე.წ. შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, 299 დეპუტატი პარტიული სიებით აირჩევა (პროპორციული სისტემა), დანარჩენები — საარჩევნო ოლქებში, სადაც კანდიდატები კენჭს პირდაპირი წესით იყრიან (მაჟორიტარული სისტემა).

გამარჯვებული პარტია ან პარტიების კოალიცია, რომელიც ყალიბდება იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, საკუთარ კანდიდატს კანცლერის თანამდებობაზე სთავაზობს, რომელსაც ახალი პარლამენტი ამტკიცებს. პარლამენტის უფლებამოსილების ვადა გერმანიაში 4 წელს შეადგენს.

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
მერკელი: არალეგალური მიგრაციის ნაკადი უნდა შეჩერდეს

საერთო ჯამში მე-19 მოწვევის გერმანულ ბუნდესატგში ადგილებისთვის 42 პარტია იბრძვის. პარლამენტში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. პარტიული სიებით კენჭს იყრის 34 გაერთიანება, კიდევ 8 პარტიამ კანდიდატები საარჩევნო ოლქების მიხედვით წარადგინა.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების მონაცემებით, რომლებიც 14 სექტემბერს ჩატარდა, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" /"ქრისტიანულ-სოციალური კავშირის" ალიანსის სასარგებლოდ ხმის მიცემას ამომრჩეველთა 36-37% აპირებს. გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება ხმათა 20-23% მოაგროვოს, "ალტერნატივა გერმანიისთვის" – 9-12%, თავისუფალი დემოკრატიული პარტია — 9-11%, "მემარცხენეები" – 8,5-11%, "მწვანეები" – 7-8%.

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დაახლოებით 61,5 მილიონი გერმანელი შეძლებს, მათგან 31,7 მილიონი ქალი და 29,8 მილიონი ქაცია.

ყველა ახალი ამბავი
0