რა ხდება ბარსელონაში: თვითმხილველების მიერ გადაღებული ტერაქტის ვიდეოკადრები

© AP Photo / Oriol Duranვითარება ბარსელონაში
ვითარება ბარსელონაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარსელონის ცენტრში სირენებისა და ხალხის ყვირილის ხმები ისმის. მომხდარი ბევრმა თვითმხილველმა აღბეჭდა კამერებზე

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებიც შემთხვევის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ ბარსელონაში, ერთმანეთის მიყოლებით ათავსებენ ინტერნეტში ვიდეორგოლებს ტერაქტის შესახებ.

შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსი ხალხში შევარდა.

​​ინციდენტის ქალაქის ტურისტულ ცენტრში მოხდა. მედიის ინფორმაციით, დაჯახების შედეგად, სულ ცოტა. ოცი ადამიანია დაშავებული. არიან დაღუპულებიც.

​რაიონი შემოსაზღვრულია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება. დაკეტილია მეტრო და მაღაზიები. მოსახლეობას სთხოვენ, არ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს.

მომხდარი უკვე შეფასდა ტერაქტად.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტის შემდეგ ორი შეიარაღებული პირი ერთ-ერთ რესტორანში შევარდა, სადაც, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0