Fox News-მა წაშალა ხალხის გატარნვის სახელმძღვანელო ვიდეო

© REUTERS / Justin Ideინციდენტი შარლოტსვილში
ინციდენტი შარლოტსვილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემა Slate-ს კორესპონდენტი ჰენრი გრაბარი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღნიშნულ ვიდეოს გამოეხმაურა

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა წაშალა ვიდეოების ანაკრები, რომლებშიც მემარცხენე დემონსტრანტების ავტომობილებით გატარნვის სცენები იყო ასახული და რომელსაც თან ახლდა მოწოდება: „შეისწავლე ტექნიკა“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„აი კომპილაცია იმისა, როგორ იშორებენ გზიდან ლიბერალ დემონსტრანტებს მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილებით. შეისწავლეთ ტექნიკა. შესაძლოა უახლოეს ოთხ თვეში დაგჭირდეთ“, — ნათქვამი იყო ვიდეოს აღწერილობაში.

თავდაპირველად ვიდეორგოლი იგივე კომენტარით კონსერვატიულმა პორტალმა Daily Caller-მა გამოაქვეყნა.

Fox News-მა და Daily Caller-მა რგოლი მიმდინარე წლის იანვარში ატვირთეს, მაგრამ მედიამ მას ყურადღება მხოლოდ შარლოტსვილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მიაქციეს, სადაც მემარცხენე აქტივისტების დემონსტრაციაზე ავტომობილი ხალხში შეიჭრა. ინციდენტისას დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი.

გამოცემა Slate-ს კორესპონდენტი ჰენრი გრაბარი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღნიშნულ ვიდეოს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ხალხში ავტომობილით შეჭრა ამერიკელი ულტრამემარჯვენეებისთვის ხუმრობის საგნად იქცა.

ამ პუბლიკაციის შემდეგ Fox News-მა ვიდეორგოლი საიტიდან აიღო, ხოლო შეფ-რედაქტორმა ნოა კოტჩმა დაწერა: „მასალა უადგილო იყო და ჩვენ ის ავიღეთ. ვწუხვართ, რომ ის იანვარში გამოვაქვეყნეთ“. 

ვიდეო აიღეს Daily Caller-ის ვებგვერდიდანაც.

ყველა ახალი ამბავი
0