მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტვიტი ობამასგან

© AP Photo / Achmad Ibrahimბარაქ ობამა
ბარაქ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტვიტი სამ ნაწილად დაყო და სხვადასხვა რასის ბავშვების ფოტოები მიამაგრა

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბარაქ ობამა ლიდერია „ტვიტერის“ ისტორიაში ყველაზე პოპულარული ტვიტების ავტორთა შორის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости ვებგვერდ favstar.fm-ზე დაყრდნობით.

აღნიშნული ვებგვერდი ინტერნეტმომხმარებელმა აქტიურობას იკვლევს.

უამრავი მოწონება ობამას იმ ტვიტს ერგო, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ქალაქ შარლოტსვილში ულტრამემარჯვენეებისა და მათი მოწინააღმდეგეების შეტაკების შემდეგ დაწერა. ობამამ ნელსონ მანდელას სიტყვები მოიყვანა ციტატად, რომელსაც თან ახლავს ფოტო: ობამა დგას გამოღებულ ფანჯარასთან, საიდანაც სხვადასხვა რასის ბავშვები იყურებიან.

Independent-ის მონაცემებით, ეს ფოტო 2011 წელსაა გადაღებული ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ფანჯარასთან.

ექს-პრეზიდენტმა ჩანაწერი სამ ტვიტად დაყო.

„არავინ იბადება სხვა ადამიანისადმი სიძულვილით კანის ფერის, წარმოშობისა თუ რელიგიის გამო“ — ნათქვამია პირველნაწილში.

​ამ ტვიტს ამ დროისათვის უკვე დაახლოებით 3 მლნ ლაიქი აქვს მიღებული.

მეორე ნაწილი ასე ჟღერს: „ადამიანებმა უნდა ისწავლონ სიძულვილი. და თუ ისინი შეძლებენ სიძულვილის სწავლას, მაშინ შეძლებენ სიყვარულის სწავლასაც“.

ამ ტვიტს 1,2 მოწონება აქვს.

ჩანაწერის მესამე ნაწილში წერია: „… სიყვარული უფრო ბუნებრივია ადამიანის გულისთვის, ვიდრე მისი საწინააღმდეგო მდგომარეობა, — ნელსონ მანდელა“.

ეს ნაწილი 1,1 მლნ ადამიანმა მოიწონა.

მანამდე ყველაზე პოპულარული ტვიტი მომღერალ არიანა გრანდეს ეკუთვნოდა, რომელიც 22 მაისს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოაქვეყნა და რომელმაც 2,7 მლნ ლაიქი მოაგროვა.

ყველა ახალი ამბავი
0