ამინდის კაპრიზები: ტელეწამყვანი ქარმა პირდაპირი ეთერიდან „გაიტაცა"

© photo: Sputnik / Ramil Nuriev / გადასვლა მედიაბანკშიტორნადო
ტორნადო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი ქარი და ელვა ტელეწამყვანებს ქუჩიდან პირდაპირი ჩართვებისას ხელს უშლის.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ირლანდიურ ტელეარხ TV3-ის ამინდის პროგნოზის წამყვანი დერიკ ჰარტიგანი კადრიდან ქარმა წაიღო, იუწყება სააგენტო РИА Новости.

ძლიერმა ქარმა ჟურნალისტი ტელეგადაცემა Ireland AM-ის პირდაპირი ეთერის დროს „გაიტაცა", როდესაც ის ამინდზე საუბრობდა. რამდენიმე წუთში წამყვანი კადრს დაუბრუნდა, თუმცა, უკვე გატეხილი ქოლგით.

„დედა-ბუნებამ ისევ გაიმარჯვა", — მომხდარის ამსახველ ვიდეორგოლს დაზარალებულმა ქსელში ასეთი კომენტარი დაურთო.

მანამდე ჩინურმა გაზეთმა „ჟენმინ ჟიბაომ" ქსელში ატვირთა რგოლი, სადაც პირდაპირ ეთერში დიქტორს მეხი დაეცა.

ჩინური ტელეარხის Dalian TV-ს წამყვანს პირდაპირ ეთერში მეხი დაეცა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ლუ სიაოდუნი ქუჩაში იდგა და მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობდა. იმ მომენტში ქალაქში ძლიერი წვიმა იყო ელჭექით.

„ხელი გამიბუჟდა, ჩემ ხელსა და ქოლგის სახელურზე თითქოსდა ელექტროობის ყვითელი ნაპერწკლები დავინახე", — მოჰყავს წამყვანის სიტყვები გაზეთ South China Morning Post-ს. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ჩანაწერის ნახვისას ნაპერწკლები არ ჩანს, რადგან მუხტი, სავარაუდოდ, ძლიერი არ იყო.

ყველა ახალი ამბავი
0