მაკდონალდსი

ჭყონიას ერევანში მშენებარე McDonald's საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

23
(განახლებულია 17:36 05.04.2017)
ქართველი მეწარმე თემურ ჭყონია პირობას დებს, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ერევანში McDonald's-ს გახსნის.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. სომხეთში პირველი McDonald's-ის რესტორანი, რომელიც ერევანში წელს აშენდება, მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში, რომლის შედეგებით ქსელის საუკეთესო "ახალბედას" ირჩევენ.

ქართველმა მსხვილმა მეწარმე თემურ ჭყონიამ სომხეთში McDonald's-ის გახსნაზე ნებართვა უკვე მიიღო. რესტორნის სომხეთში გახსნის საკითხი ორლანდოში (აშშ, ფლორიდის შტატი), McDonald's-ის ფირმის წარმომადგენლების შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა.

"ვნახეთ ჩვენთვის შემოთავაზებული თითოეული ნაკვეთი, ზოგიერთი მოგვეწონა, ზოგი — არა. ერევანში McDonald's-ის პირველი რესტორნისთვის საუკეთესო ადგილია პარკი თქვენი დედაქალაქის მთავარი მოედნის მეზობლად", — განაცხადა ჭყონიამ "Sputnik სომხეთთან" საუბრისას.

ბიზნესმენი რესტორნის მშენებლობისთვის ტერიტორიის შერჩევის საბოლოო გადაწყვეტილებას ამა წლის მაისის ბოლოს მიიღებს. რესტორანი ორსართულიანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ის აუცილებლად უნდა განთავსდეს პრესტიჟულ ადგილას.

ჭყონია სომხეთში სულ ამერიკული კვების ქსელის შვიდი რესტორნის გახსნას გეგმავს.

ამჟამად პროექტი რეალიზების სტადიაშია. რესტორნის მშენებლობისთვის 1500 კვადრატული მეტრის ფართობია საჭირო.

McDonald's-ის მშენებლობის პროექტს მას შემდეგ დაამტკიცებენ, რაც შესაბამისი ტერიტორია შეირჩევა. ჭყონია პირობას დებს, რომ ქსელის პირველი რესტორანი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში — სულ რაღაც ექვს თვეში გაიხსნება.

McDonald's-ის შვილობილმა ქვედანაყოფმა საქართველოში მარტის ბოლოს თბილისში სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებრივი კვების ქსელის რესტორნების მომსახურების ლოგისტიკური ცენტრი გახსნა.

უფრო ადრე ქართველი მეწარმე აცხადებდა, რომ McDonald's-ის გახსნას სომხეთის სხვა ქალაქებში აპირებს. ცნობილი ქსელის პირველი რესტორანი თბილისში 1990-იან წლებში გაიხსნა.

ამჟამად საქართველოში McDonald's-ის რამდენიმე რესტორანი მუშაობს. გარდა ამისა. ბიზნესმენი საქართველოში ფლობს Coca-Cola-ს ქარხანას და სხვა საწარმოებს.

23