ბალისტიკური რაკეტის დაყენება გამშვებ მოწყობილობაში

ჩინეთი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

17
(განახლებულია 12:17 05.04.2017)
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს კვლავ გამოსცადა მორიგი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით. რაკეტამ 60 კმ გაიფრინა და შემდეგ ზღვაში ჩავარდა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს კვლავ გამოსცადა მორიგი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით. რაკეტამ 60 კმ გაიფრინა და შემდეგ ზღვაში ჩავარდა.

"ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს, რათა საქმე ვითარების ესკალაციამდე არ მივიდეს", — განაცხადა ჩუნინმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, ჩინეთმა ბევრი გააკეთა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.

ხუა ჩუნინი ადასტურებს, რომ ჩინეთი მჭიდრო კოორდინაციაშია ექვსმხრივი მოლაპარაკებების ყველა მხარესთან.

სააგენტო "რიონჰაპის" ინფორმაციით, სამხერთ კორეელი სამხედროების მონაცემებით, ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ "პუკიქსონ 2-ის" ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელმაც ფრენის მაქსიმალურ სიმაღლეს — 189 კმ-ს მიაღწია.

თავის მხრივ, ტოკიოში არ გამორიცხავენ, რომ საუბარი იყოს წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების სახმელეთოდ მოდიფიცირებულ ვარიანტზე.

სამხერთ კორეელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რაკეტა "პუკიქსონ-2", რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს და აქვს ძალიან სწრაფი სტარტი, პრაქტიკულად მოუხელთებელია და მისი "ჩაჭერა" შეუძლებელია.

17