ნიკი ჰეილი: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელის წყენინებას არ დაუშვებს

CC BY-SA 2.0 / Gage Skidmore / Nikki Haleyაშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მმართველობის წლებში აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ისრაელს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მმართველობის წლებში აშშ არავის მისცემს ისრაელის წყენინების უფლებას და არ დაუშვებს მის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუციის მიღებას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი: გაერო პრობლემებს კი არ წყვეტს, არამედ აჩენს მათ

გასული წლის ბოლოს ნიკი ჰეილის წინამორბედმა, ობამას ადმინისტრაციის მიერ გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულმა სამანტა პაუერმა თავი შეიკავა და არ გამოიყენა ვეტოს უფლება 2334-ე რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც პალესტინის ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის თემას შეეხებოდა. სწორედ ამან გააჩინა დოკუმენტის მიღების შესაძლებლობა.

"ჩვენ აღარასდროს ვიხილავთ იმას, რაც 2334-ე რეზოლუციასთან დაკავშირებით იყო", — განაცხადა ჰეილიმ ვაშინგტონში გამართულ აშშ-ისრაელის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს მხარს დაუჭერს.

კონფერენციაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმაც. მან ობამას ადმინისტრაცია "ისრაელისადმი არასაკმარის ნდობაში" დაადანაშაულა.

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულება ისრაელისადმი ეჭვქვეშ არ დგას", — განაცხადა მან.

ყველა ახალი ამბავი
0