არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში "ღრუბელი დათესეს"

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოქტორ ჰაბიბის თქმით, წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წვიმის გაზრდის ტექნოლოგია ნალექის რაოდენობას მხოლოდ 10-30%-ით ზრდის.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ხელოვნურმა წვიმამ, რომელიც მეტეოროლოგიისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული "ღრუბლის დათესვის" ტექნოლოგიით მოიყვანეს, მთელ გაერთიანებულ საამიროებში გარკვეულწილად გაზარდა ნალექების რაოდენობა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა The National-ზე დაყრდნობით.

მეტეოროლოგიის ცენტრის მონაცემებით, გასული კვირის ხუთშაბათიდან დღემდე 20 "საწვიმარი გაფრენა" განხორციელდა და ჰიდროსკოპიული მარილი გაიფანტა, რომელიც კრებს და აკავებს ნალექს.

"ჩვენ ყოველდღე ვთესდით ღრუბლებს. ეს ღრუბელში წვიმის რაოდენობას ზრდის", — აღნიშნა მეტეოროლოგმა აჰმად ჰაბიბმა.

და, მაინც, დოქტორ ჰაბიბის თქმით, მიუხედავად ამისა, წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წვიმის გაზრდის ტექნოლოგია ნალექის რაოდენობას მხოლოდ 10-30%-ით ზრდის.

მეტეოროლოგების მცდელობის შედეგად ბოლო დროს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ძლიერი წვიმები მოვიდა — ჭექა-ქუხილითა და ელჭექით. მოსული ნალექის რაოდენობამ დაახლოებით 200 მილიმეტრი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0