რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმის მცდელობა: ბოევიკები ლიკვიდირებული არიან

© photo: Sputnik / Сергей Пятаков / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო მანქანები
სამხედრო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩეჩნეთში ექვსი თვითმკვლელი ტერორისტია ლიკვიდირებული.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმის მცდელობისას ექვსი თვითმკვლელი ტერორისტია ლიკვიდირებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ძალოვან სტრუქტურებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

"წინასწარი მონაცემებით, ექვსი ბოევიკია ლიკვიდირებული. ისინი თვითმკვლელი ტერორისტები იყვნენ", — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

რუსეთის ეროვნული გვარდია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება რუსეთის გვარდიის ამოქმედების შესახებ 2016 წლის 5 აპრილს შევიდა ძალაში.

ყველა ახალი ამბავი
0