ცნობილია ლონდონელი ტერორისტის ვინაობა და მისი სანაცნობო წრე

© photo: Sputnik / ალექს მაკნოტონი / გადასვლა მედიაბანკშისკოტლანდ-იარდის ხელმძღვანელის მოადგილე მარკ როული ლონდონის ტერაქტის ადგილზე პრესკონფერენციას ატარებს
სკოტლანდ-იარდის ხელმძღვანელის მოადგილე მარკ როული ლონდონის ტერაქტის ადგილზე პრესკონფერენციას ატარებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
52 წლის ხალიდ მასუდი წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი თავდასხმების, სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების, იარაღის ფლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან თავდასხმის მომწყობ ტერორისტს ჰყავდა ნაცნობები, რომლებსაც უცხოეთში ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში გაერთიანება სურდათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "როიტერზე" დაყრდნობით.

ტერეზა მეი - Sputnik საქართველო
ტერეზა მეი: ლონდონის ტერაქტის ავტორი ბრიტანელი იყო და მარტო მოქმედებდა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ლონდონელი ტერორისტის ვინაობა დაადგინა. ეს კენტის საგრაფოს მკვიდრი, 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი თავდასხმების, სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების, იარაღის ფლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით.

აღსანიშნავია, რომ ტერაქტამდე პერიოდში მასუდის მიმართ არანაირი გამოძიება არ მომდინარეობდა და ის არც არასდროს ყოფილა ნასამართლევი ტერორისტული ხასიათის დანაშაულისთვის.

"მათ შორის, ვისთანაც [ხალიდ მასუდი] ურთიერთობდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უცხოეთის ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში გაერთიანებით", — განუცხადა სააგენტო "როიტერს" წყარომ აშშ-ის მთავრობიდან.

წყაროს თქმით, თავად მასუდს არ უცდია საზღვარგარეთ წასვლა და რადიკალებთან დაკავშირება.

ლონდონის ტერაქტის შემდეგ პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა, რომლებიც ახალი ტერორისტული შეტევების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.

ტერაქტი ლონდონში 22 მარტს ტურისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე მოხდა. უესტმინსტერის ხიდზე მიმავალმა მანქანამ ტროტუარზე გადაუხვია და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ განაგრძო გზა, სადაც ის პოლიციამ შეაჩერა. თავდამსხმელი მანქანიდან გადმოხტა, გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დანა დაარტყა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. პოლიციამ ბოროტმოქმედს ცეცხლი გაუხსნა და მისი ლიკვიდაცია მოახერხა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 40.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლმაურმა სახელმწიფომ" აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0