კიევში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი მოკლეს

კიევში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი მოკლეს

19
(განახლებულია 17:56 23.03.2017)
კიევის ცენტრში კილერმა რამდენიმე ბიზნესმენი ჩაცხრილა. მათ შორის იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში სროლის შედეგად დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости Украина უკრაინის ეროვნული პოლიციის ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროს ანდრეი კრიშჩენკოზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ცენტრში, სასტუმრო პრემიერ–პალასთან" ორი ადამიანი მოკლეს.

რა თქმა უნდა, შეკვეთილია (მკვლელობა). მოკლულის პიროვნების, მისი საქმიანობის გათვალისწინებით, ეს პირველი ვერსიაა, რომელსაც ამჟამად განიხილავენ", — განაცხადა კრიშჩენკომ ტელეარხ 112 Украина-ს ეთერში.

მასმედიის ინფორმაციით, გასულ წელს დენის ვორონენკოვი მეუღლესთან და ასევე სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ დეპუტატ მარია მაქსაკოვასთან ერთად უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და მოქალაქეობაც მიიღო. პრესა წერდა, რომ ვორონენკოვმა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.

19
თემები:
რუსეთი დღეს (175)