ტერეზა მეი

ტერეზა მეი: ლონდონის ტერაქტის ავტორი ბრიტანელი იყო და მარტო მოქმედებდა

15
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, ლონდონის ტერაქტის მომწყობი ბრიტანელი იყო და ისლამური ექსტრემიზმის მოტივებით ხელმძღვანელობდა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ლონდონის ტერაქტის მომწყობი ბრიტანელი იყო და მარტო მოქმედებდა, პოლიციას აქ აქვს ინფორმაცია ახალი თავდასხმების მომზადების თაობაზე, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრენიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ტერორისტი მარტო მოქმედებდა, პოლიციას არ აქვს მონაცემები ახალი შეტევების მომზადების შესახებ… [ტერორისტი] ბრიტანელი იყო“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

ტერეზა მეის თქმით, აღნიშნული პიროვნება წარსულშივე მოხვდა ბრიტანული კონტრდაზვერვის თვალთახედვის არეში, თუმცა ამ ეტაპზე მასთან დაკავშირებით არც გამოძიება მიმდინარეობდა და არც თვალთვალი იყო დანიშნული.

„ტერორისტი ისლამური ექსტრემიზმის მოტივებით ხელმძღვანელობდა“, — დაამატა პრემიერმა.

შეგახსენებთ: ტერაქტი ლონდონში 22 მარტს ტურისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას მოხდა. უესტმინსტერის ხიდზე მიმავალმა მანქანამ ტროტუარზე გადაუხვია და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ განაგრძო გზა, სადაც ის პოლიციამ შეაჩერა. თავდამსხმელი მანქანიდან გადმოხტა, გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დანა დაარტყა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. პოლიციამ ბოროტმოქმედს ცეცხლი გაუხსნა და მისი ლიკვიდაცია მოახერხა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 40.

15