აფეთქება უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება და ხანძარი: უკანასკნელი ცნობები

48
(განახლებულია 15:34 23.03.2017)
ხანძარი ქალაქ ბალაკლეაში მოხდა, სადაც უკრაინაში საბრძოლო მასალების ყველაზე დიდი საწყობია. ხელისუფლება მომხდარ ფაქტს დივერსიას უწოდებს. შემთხვევის ზონიდან ხალხის ევაკუაცია ხდება.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის დივერსია, განაცხადა უკრაინის სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა.

ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში, სადაც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხუთშაბათს, ღამით მომხდარი ინციდენტის შედეგად საბრძოლო მასალების აფეთქება მოხდა, გამოცხადდა ევაკუაცია. მომხდარის ადგილას უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი აპირებს გამგზავრებას.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

 „მომხდარის ადგილას მდებარე ხარკოვის გარნიზონის სამხედრო პროკურორის წინასწარი მონაცემებით (საგამოძიებო მოქმედებების შედეგების მიხედვით), ხარკოვის ოლქში ქალაქ ბალაკლეას მახლობლად მდებარე სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების რამდენიმე შესანახ ფართზე დღეს, ღამით, 03:02 წუთზე მომხდარი დივერსიის შედეგად მოხდა აფეთქება (გაჩნდა ხანძარი), რამაც საბრძოლო მასალების დეტონაცია გამოიწვია“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости  Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ მატიოსის განცხადებას.

მან ასევე განაცხადა, რომ დეტონაციის ადგილიდან ბლოკირების დამონტაჟების გზით საბრძოლო მასალების გაბნევის საშიშროების ზონის 7-კილომეტრიანი პირობითი საზღვარია შექმნილი.


 „ადამიანური მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე ოლქისა და სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელობა გაემგზავრა… საბრძოლო მასალების დეტონაციის ფართობის გაზრდის და მათი გაბნევის საფრთხის გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, დივერსიის თვითმხილველთა დადგენისა და მომხდარის ადგილის დათვალიერების მიზნით ყველა შესაძლო ზომებს ვიღებთ“, — განაცხადა მთავარმა სამხედრო პროკურორმა.
ევაკუირებულია 20000 ადგილობრივი მცხოვრები
ხარკოვის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტებიდან დაახლოებით 20000 ადამიანია ევაკუირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების უკრაინის სახელმწიფო სამსახური.

23 მარტის 07:30 საათის მდგომარეობით, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება: სოფელ ვერბოვკადან 2700 ადამიანი სოფელ პრიშიბშია გადაყვანილი (ბალაკლეიდან 16 კმ-ში). სოფელ იაკოვენკოვოდან 806 ადამიანი სოფელ ვოლოხოვ იარშია გადაყვანილი (ბალაკლეიდან 20 კმ-ში). ქალაქ ბალაკლეიდან 16317 ადამიანია ევაკუირებული", — ნათქვამია განცხადებაში.

 

უწყება ასევე აცხადებს, რომ ყველა აფეთქება ხდებაარსენალის ტექნიკურ ტერიტორიაზე, მაგრამ ნამსხვრევების გაბნევის ერთეული შემთხვევებიც შეინიშნება".

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილზე ამოქმედებულია 55 ავტოცისტერნა, 24 ერთეული დამხმარე ტექნიკა და პირადი შემადგენლობის 362 თანამშრომელი.

48