თბილისი, 23 მარტი — Sputnik. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ქალი, რომელიც თეთრი სახლის ღობეზე გადაძრომას ლამობდა, მაგრამ ფეხსაცმლის თასმით გამოედო მას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости "ასოშეითედ პრესზე" დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი სამშაბათს, გვიან ღამით მოხდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც საიდუმლო სამსახურში განაცხადეს, თანამშრომლებმა შენიშნეს ქალი, რომელიც თეთრი სახლის ღობეზე ძვრებოდა. ახლოს მისულმა აგენტებმა აღმოაჩინეს, რომ ის ფეხსაცმლის თასმით გამოდებოდა ღობეს და დააკავეს კიდეც.
სიმშვიდის დამრღვევი 38 წლის ვაშინგტონელი მარსი ვალი აღმოჩნდა, რომელიც სასამართლო მოსმენაზე კატეგორიულად უარყოფდა დანაშაულს. შემდეგი მოსმენა სასამართლოში აპრილში გაიმართება, მანამდე კი მარსი ვალი თავისუფალია.