რუსეთში ამერიკიდან იარაღის საფოსტო კონტრაბანდა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამოღებულია: ორი ტყვიამფრქვევი, ორი ამერიკული წარმოების საიერიშო შაშხანა AR-15, რვა პისტოლეტი და რევოლვერი, შვიდი კარაბინი და თოფი და დიდი რაოდენობით ვაზნები და იარაღის დეტალები.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მოსკოვში, იოშკარ-ოლაში, ირკუტსკსა და ულან-უდეში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებსაც აშშ-დან რუსეთში ფოსტით შეჰქონდათ იარაღი: ამოღებულია 19 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით. 

"აღკვეთილია რეგიონთშორისი დანაშაულებრივი ჯჯგუფის საქმიანობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის უკანონო მიმოქცევით და ასევე აშშ-დან რუსეთში მისი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების სახით, კონტრაბანდული გზით შემოტანით იყო დაკავებული", — ნათქვამია უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, ამოღებულია: ორი ტყვიამფრქვევი, ორი ამერიკული წარმოების საიერიშო შაშხანა AR-15, რვა უცხოეური და სამამულო წარმოების პისტოლეტი და რევოლვერი (Glock-17, Glock-19, Colt 1911, "მაუზერი", ТТ, "ნაგანი"), შვიდი კარაბინი და თოფი — ასევე უცხოური და სამამულო წარმოებისა და დიდი რაოდენობით ვაზნები და იარაღის დეტალები.

გარდა ამისა, დახურულია იარაღის მოდერნიზაციის ორი სახელოსნო.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0