ლონდონის ტერაქტში გამოყენებული ავტომობილი შესაძლოა ბირმინგემში იყოს დაქირავებული

© REUTERS / Hannah McKayპოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ინციდენტის ადგილზე ლონდონში პარლამენტის შენობასთან
პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ინციდენტის ადგილზე ლონდონში პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბირმინგემში განგაში იმ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ლონდონის ტერაქტში მონაწილე ავტომობილი ამ ქალაქის ერთ-ერთი გამქირავებელი პუნქტიდან იყო იჯარით აღებული.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ავტომობილი Hyundai, რომელიც ტერორისტმა ლონდონში ტერაქტის განსახორციელებლად გამოიყენა, შესაძლოა ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში იყოს იჯარით აღებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Express-ზე დაყრდნობით.

თვითმხილველების თქმით, ოთხშაბათს, საღამოს ბირმინგემის ქუჩებში უამრავი პოლიციელი მოძრაობდა. გამოცემა წერს, რომ განგაში იმ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ლონდონის ტერაქტში მონაწილე ავტომობილი ბირმინგემის ერთ-ერთი გამქირავებელი პუნქტიდან იყო იჯარით აღებული.

თუმცა, როგორც ტელერადიოკომპანია BBC იუწყება, არსებობს ყველა საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ავტომობილი ესექსის საგრაფოს ქალაქ ჩელმსფორდში იყოს დაქირავებული.

ტერაქტი ლონდონის ხალხმრავალ და ტურისტებს შორის პოპულარულ ადგილზე გუშინ, თბილისის დროით 18:40 საათზე მოხდა: ვესტმინსტერის ხიდზე მოძრავი ავტომობილი ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი გზა პარლამენტის შენობისკენ განაგრძო. პოლიციამ შეაჩერა თავდამსხმელი, თუმცა მან ერთ-ერთი პოლიციელის დანით დაჭრა მოახერხა. სამართალდამცველი მოგვიანებით გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რაც შეეხება ტერორისტს, ის ერთ-ერთმა პოლიციელმა მოკლა.

ყველა ახალი ამბავი
0