კატარში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Stringerსაოპერაციო პალატა
საოპერაციო პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ეს კორონავირუს MERS-ის პირველი შემთხვევაა კატარში. სულ ქვეყანაში ვირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 7 ლეტალურად დასრულდა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. კატარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუს MERS-ის ახალი შემთხვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Arabian Business-ზე დაყრდნობით.

ეპიდემია - Sputnik საქართველო
ტაილანდში კორონავირუს MERS–ის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ტიპის ვირუსით დაავადება 62 წლის მოქალაქის ანალიზებმა გამოავლინა. პაციენტი ჰოსპიტალშია გადაყვანილი და აუცილებელი მკურნალობა უტარდება.

წელს ეს კორონავირუს MERS-ის პირველი შემთხვევაა კატარში. სულ ქვეყანაში ვირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 7 ლეტალურად დასრულდა.

MERS-ი — ეს ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომია, რომელიც პირველად საუდის არაბეთში გამოვლინდა 2012 წელს. დღეისათვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსს ადრეულ ეტაპზე არ გააჩნია განსაკუთრებული სიმპტომები.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ: სუსტი იმუნიტეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი და ღვიძლის უკმარისობა.

ყველა ახალი ამბავი
0