ბიშკეკში ოპოზიციონერი დეპუტატის დაკავების გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიდეპუტატ ტეკებაევის მხარდამჭერთა მიტინგი უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის შენობასთან ბიშკეკში
დეპუტატ ტეკებაევის მხარდამჭერთა მიტინგი უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის შენობასთან ბიშკეკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირგიზეთში მილიციის თანამშრომლებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის შენობის შესასვლელს, სადაც ოპოზიციის ლიდერი ომურბეკ ტენებაევი მიიყვანეს.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის შენობასთან ომურბეკ ტეკებაევის მხარდამჭერი მიტინგი მიმდინარეობს. დეპუტატი ტეკერბაევი წუხელ ღამით დააკავეს, იუწყება „Sputnik ყირგიზეთი“.

პარლამენტის დეპუტატი ღამის სამ საათზე აეროპორტ „მანასში“ იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მივლინებიდან ბიშკეკში ჩამოფრინდა. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათით მოათავსეს. ტეკებაევის მიმართ უფრო ადრე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე კორუფციისა და თაღლითობის ბრალდებით.

ფრაქცია „ატა მეკენის“ ლიდერის, ტეკებაევის მომხრეთა მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ექს–პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა და განაცხადა, რომ ომურბეკ ტეკებაევი ცნობილი საზოგადო მოღვაწეა.

„აეროპორტში ისე დააკავეს, როგორც საერთასორისო ტერორისტი. ეს სამწუხაროა. მან დიდი როლი შეასრულა ქვეყნის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიის განვითარებაში. ტეკებაევი ყოველთვის სიმართლისთვის იბრძვის. ასეთ პირობებში უნდა გავერთიანდეთ. ის უნდა გაათავისუფლონ, თუნდაც შინაპატიმრობაში დატოვონ“, – განაცხადა მან.

ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს მანამდე ტეკებაევის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე განცხადებით რუსეთის რიგი ტელესაკომუნიკაციო კომპანიების მფლობელმა ლეონიდ მაევსკიმ მიმართა.

მისი განცხადების თანახმად, ტეკებაევმა 1 მლნ აშშ დოლარი მიიღო, რათა  MegaCom–ის აქციების ყიდვაში დახმარებოდა. პარტია „ატა მეკენში“ მაევსკის განცხადებას უარყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0