ტაილანდში მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ტურისტი გადარჩა

© FL/Jim Fruchtermanსასწრაფო დახმარების მანქანა ტაილანდში
სასწრაფო დახმარების მანქანა ტაილანდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Phuket Gazette-ის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ტრავმა, რომელიც 53 წლის მამაკაცმა მიიღო — ეს ხელის მოტეხილობაა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ტაილანდის საკურორტო ქალაქ პატაიეში გერმანელი ტურისტი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ინტერნეტ-გამოცემა Phuket Gazette-ზე დაყრდნობით.

ტაილანდში გამართულ ავიაშოუზე გამანადგურებელი ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
ტაილანდში გამართულ ავიაშოუზე გამანადგურებელი ჩამოვარდა. ინციდენტის კადრები

გამოცემა წერს, რომ 53 წლის მამაკაცი სასტუმროს სახურავზე მდებარე ბარიდან გადმოვარდა და მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ სასტუმროს პირველ სართულზე მიშენებული კაფეს სახურავზე დაეცა და არა პირდაპირ ასფალტზე.

Phuket Gazette-ის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ტრავმა, რომელიც გერმანელმა ტურისტმა მიიღო — ეს ხელის მოტეხილობაა.

ამჟამად მამაკაცი საავადმყოფოშია და თავს ნორმალურად გრძნობს.

პოლიცია მომხდარის გარემოებებს იძიებს. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს სასტუმროს პერსონალი და გაარკვიეს, რომ გერმანელი ტურისტი 12 თებერვალს დასახლდა სასტუმროში და მას შემდეგ ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მიირთმევდა.

ყველა ახალი ამბავი
0