ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი გახდა

© photo: Sputnik / Natalya Silverstova / გადასვლა მედიაბანკშითეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საკითხებში თავის ახალ მრჩეველს „უზარმაზარი ნიჭისა და გამოცდილების ადამიანი“ უწოდა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე გენერალ-ლეიტენანტი ჰერბერტ მაკმასტერი დანიშნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეთრი სახლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

„ის (მაკმასტერი) უზარმაზარი ნიჭისა და გამოცდილების მქონე ადამიანია“, განაცხადა ტრამპმა ახალი მრჩევლის წარდგენის ცერემონიაზე ფლორიდაში.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა CNN, NBC და The New York Times ხალხის მტრებად შერაცხა

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაკმასტერს ჯარში დიდ პატივს სცემენ.

„ძალიან ვამაყობთ, რომ ის ჩვენთანაა“, — აღნიშნა ტრამპმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს კვლავ კეიტ კელოგი უხელმძღვანელებს, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, კარგად იცნობს მაკმასტერს. ტრამპმა კელოგს „საოცარი ადამიანი“ უწოდა.

გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინის გადადგომის შემდეგ ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებს კელოგი ასრულებდა. ფლინი იძულებული გახდა, პოსტი 2016 წლის დეკემბერში დაეტოვებინა აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან საუბართან დაკავშირებით აგორებული სკანდალის შემდეგ. როგორც ფლინმა აღიარა, მან თეთრ სახლს საუბრის შინაარსზე სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.

ბირთვული ცდები ჩრდილოეთ კორეაში - Sputnik საქართველო
პენტაგონი ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეტევის პასუხად გამანადგურებელ დარტყმას დაჰპირდა

მაკმასტერი 1962 წელს ფილადელფიაში დაიბადა. 1980 წელს დაამთავრა ველი-ფორჯის სამხედრო აკადემია, 1984 წელს — აშშ-ის სახმელეთო ჯარების უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ვესტ-პოინტში.

მაკმასტერი მსახურობდა ამერიკულ ჯარებში გერმანიაში, მონაწილეობდა ერაყში განხორციელებულ ოპერაციაში „ქარიშხალი უდაბნოში“ (დაჯილდოვდა ვერცხლის ვარსკვლავით). შემდეგ მსახურობდა ახლო აღმოსავლეთში, 2000-იან წლებში მონაწილეობდა ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში.

მოგვიანებით მაკმასტერი პასუხისმგებელი იყო აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდლობაში მომზადების, განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებზე. 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა აშშ-ის სახმელეთო ჯარების ინტეგრაციული შესაძლებლობების ცენტრს.

ყველა ახალი ამბავი
0