ტრამპის მცდარი განცხადების შემდეგ შვედეთში მართლაც მოხდა არეულობა

© TW/Fredric Moreniusარეულობა სტოკჰოლმში
არეულობა სტოკჰოლმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა შეცდომით განაცხადა, რომ წინა საღამოს შვედეთში მიგრანტებმა არეულობა მოაწყვეს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სტოკჰოლმის ერთ-ერთ უბანში, სადაც ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს, ორშაბათ საღამოს უცნობმა პირებმა არეულობა მოაწყვეს, მანქანები დაწვეს და მაღაზიები გაძარცვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„არეულობა 22:00 საათისთვის დაიწყო. დაწვეს 7-8 ავტომობილი. პოლიცია ცდილობს წესრიგი დაამყაროს. სამწუხაროდ, რაიონში რამდენიმე მაღაზიაც გაიძარცვა. არეულობის მასშტაბები ჯერჯერობით დადგენილი არ არის“, — განუცხადა სტოკჰოლმის პოლიციამ მასმედიას.

შვედეთის ტელევიზია SVT იუწყება, რომ არეულობის მონაწილეთა რაოდენობა ჯერ უცნობია.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა CNN, NBC და The New York Times ხალხის მტრებად შერაცხა

საინტერესოა, რომ სტოკჰოლმში არეულობამდე ორი დღით ადრე, 18 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში საკუთარ მხარდამჭერებთან უშიშროების თემაზე საუბრისას შეცდომით განაცხადა, რომ წინა საღამოს შვედეთში მიგრანტებმა არეულობა მოაწყვეს.

„ნახეთ, რა მოხდა შვედეთში გუშინ საღამოს. შვედეთში! ვინ წარმოიდგენდა ამას?! შვედეთი! ბევრი [ლტოლვილი] შეუშვეს ქვეყანაში და ახლა, აი, ასეთი პრობლემები აქვთ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის სიტყვამ ბევრი გააოცა როგორც შვედეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ და პასუხისთვის შვედეთში „ტვიტერის“ საზოგადოებრივ აკაუნტს @sweden-ს მიმართეს. კვირის ადმინისტრატორმა, სახელად ემამ საზოგადოებას შეატყობინა, რომ შვედეთში წინა საღამოს არანაირი არეულობა არ მომხდარა, რის გამოც ამერიკის პრეზიდენტი არაერთი კრიტიკული შენიშვნისა და შეფასების ადრესატი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0