ობამას გამოსამშვიდობებელი ტვიტი ყველაზე პოპულარული გახდა

© REUTERS / Jonathan Ernstბარაკ ობამა
ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვების გაზიარებამ Twitter-ში 700 ათასს გადააჭარბა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ბარაკ ობამას, როგორ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადება Twitter-ში სოციალურ ქსელებში ჩანაწერებს შორის ყველაზე პოპულარული გახდა — 1,5 მილიონზე მეტი მოწონება და თითქმის 725 ათასი გაზიარება.

ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
ობამა: რესპუბლიკელებს პუტინის უფრო სჯერათ ვიდრე დემოკრატების

„მადლობა ყველაფრისთვის. ჩემი ბოლო თხოვნა ისეთივეა, როგორც პირველი. გთხოვთ გჯეროდეთ არა ჩემი უნარის, არამედ ცვლილების მოხდენის თქვენი უნარის“, — დაწერა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტის Twitter-აკაუნტი, რომელიც 13 მლნ ადამიანს აქვს გამოწერილი, 20 იანვარს ახალ პრეზიდენტს გადაეცემა. სწორედ ამ დღეს გაიმართება ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია.

ობამამ ტრამპი 20 იანვარს ინაუგურაციის ცერემონიამდე თეთრ სახლში მიიწვია.

სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის ასეთი მიწვევა უძველესი ტრადიციაა აშშ-ში.

ყველა ახალი ამბავი
0