იერუსალიმში სატვირთომ ოთხი ადამიანი გაიტანა

შემთხვევა ისრაელში
შემთხვევა ისრაელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღნიშნეს, ოთხი გარდაცვლილიდან ოთხივე 20 წლისა იყო.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სატვირთო ავტომობილში მჯდომი უცნობი პირი იერუსალიმში ფეხით მოსიარულე სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა, რა დროსაც დაიღუპა ოთხი და დაშავდა 15 ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „როიტერზე“ დაყრდნობით.

როგორც სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღნიშნეს, ოთხი გარდაცვლილიდან ოთხივე 20 წლისა იყო.

დაშავებულებიდან ერთს სერიოზული ტრავმები აღენიშნება და ევაკუირებულია, ოთხს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს, ათს კი —მსუბუქი.

სატვირთო ავტომობილით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0