ჭურვი

სირიის ტერიტორიიდან ნატყორცნი ჭურვი თურქეთში აფეთქდა

9
(განახლებულია 18:47 13.09.2016)
თურქულმა არტილერიამ ექვსი გასროლა განახორციელა იმ ტერიტორიის მიმართულებით, რომელსაც დამასკი აკონტროლებს.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით ისროლა, რომელსაც დამასკი აკონტროლებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იქიდან თურქეთის ტერიტორიაზე ნაღმმტყორცნიდან ნასროლი ჭურვი დაეცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ორშაბათს, 19.10 საათზე, იაილადაგის რაიონში ჭურვი აფეთქდა, რომელიც, როგორც დადგინდა, სირიის იმ ტერიტორიიდან იქნა ნატყორცნი, რომელსაც რეჟიმი მართავს. დაშავებულები არ არიან. რეაგირების ფარგლებში განხორციელდა საპასუხო სროლა“, – აღნიშნულია თურქეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ თურქულმა არტილერიამ ექვსი სროლა განახორციელა.


9