ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს 1.7 მლრდ აშშ დოლარი გადაუხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliაშშ დოლარის კუპიურა
აშშ დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი 400 მლნ დოლარი (ანუ გარიგების საწყისი საფასური) ვაშინგტონმა მიმდინარე წლის 17 იანვარს გადაიხადა. იმავე დღეს აშშ-მა და ირანმა პატიმრები გაცვალეს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ ირანს მიმდინარე წლის იანვარში 1.7 მლრდ ნაღდი ფული გადაუხადა იმ სამხედრო გარიგების საფასურად, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს გაფორმდა, მაგრამ არ შედგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი"  სააგენტო „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით. 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ ასეთი ნაბიჯი „ამერიკული და საერთაშორისო სანქციების ეფექტურობიდან“ გამომდინარე გადაიდგა, რომლის შედეგადაც ირანი იზოლირებულია მსოფლიო საბანკო სისტემისგან. 

საქმე ისაა, რომ 1970-იანი წლების ბოლოს აშშ-მა თეირანისგან თანხა მიიღო, რომლის საფასურადაც შეიარაღება უნდა მიეწოდებინა. მაგრამ გარიგება ირანში მომხდარი რევოლუციის გამო ჩაიშალა და თეირანს იარაღი არ მიუღია.  

სიტუაცია სირიაში - Sputnik საქართველო
რუსეთმა და აშშ-მ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეათანხმეს

პირველი 400 მლნ დოლარი (ანუ გარიგების საწყისი საფასური) ვაშინგტონმა მიმდინარე წლის 17 იანვარს გადაიხადა. იმავე დღეს აშშ-მა და ირანმა პატიმრები გაცვალეს. 

თავდაპირველად თეთრი სახლი უარყოფდა კავშირს ამ ორ მოვლენას შორის, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აღიარა, რომ გადახდას სპეციალურად აყოვნებდა იმ დრომდე, ვიდრე ამერიკის მოქალაქეები ირანის ტერიტორიას არ დატოვებდნენ. ორი დღის შემდეგ კი აშშ-მა ირანის მიერ რამდენიმე ათეული წლის წინ გადახდილი თანხის პროცენტი 1.3 მლრდ დოლარიც გადაიხადა. 

შეგახსენებთ: მანამდე ფლორიდის სენატორმა და აშშ პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა მარკო რუბიო სენატში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ირანისთვის თანხის გადახდას კრძალავდა მანამ, სანამ თეირანი არ დააბრუნებდა „ამერიკელი მძევლების გამოსასყიდს“ და ასევე არ გადაუხდიდა კომპენსაციას „ირანული ტერორის მსხვერპლთ“. 

 

ყველა ახალი ამბავი
0