კვირიკაშვილი უზბეკეთის პრემიერის დაკრძალვზე

საქართველოს პრემირემა უზბეკეთის პეზიდენტი უკანასკნელ გზაზე გააცილა

17
უზბეკეთის პრეზიდენტი პარასკევს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისლამ კარიმოვი უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო, იტყობინება პრემიერის პრესსამსახური

უზბეკეთის პრეზიდენტი 79 წლის ასაკში პარასკევს გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. სამგლოვიარო ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტ კარიმოვის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში გაიმართა, 17 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.

უზბეკეთის პრეზიდენტს უკანასკნელი პატივი მიაგეს თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ავღანეთის პრეზიდენტებმა; ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებლი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა.

კარიმოვს ცნობილ უძველეს სასაფლაოზე შახი-ზინდაზე დაკრძალავენ მშობლების გვერდით. 

პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მის მოვალეობას პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე ნიგმატილლა იულდაშევი შეასრულებს. 

17