სამარყანდი

საქართველოს პრემიერი სამარყანდში უზბეკეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა

27
(განახლებულია 14:55 03.09.2016)
უზბეკეთის პრეზიდენტი პარასკევს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისლამ კარიმოვი უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა.

თბილისი, 3 სექტემბერი- Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამარყანდში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის დაკრძალვის ცერემონიაში. 

უზბეკეთის პრეზიდენტი 79 წლის ასაკში პარასკევს გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

„პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს უზბეკეთის პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, რომელიც სამარყანდში ტარდება. გიორგი კვირიკაშვილი უკვე უზბეკეთშია. აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უზბეკეთის ვიცე-პრემიერი გულომჟონ იბრაგიმოვი  და საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კამილოვი დახვდნენ“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს. 

კარიმოვს ცნობილ უძველეს სასაფლაოზე შახი-ზინდაზე დაკრძალავენ მშობლების გვერდით. 

პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მის მოვალეობას პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე ნიგმატილლა იულდაშევი შეასრულებს. 


27