უზბეკეთის პრეზიდენტს ტაშკენტის ათობით ათასი მოქალაქე გამოეთხოვა

© photo: Sputnik / Стрингерტაშკენტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა
ტაშკენტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი პარასკევს გარდაიცვალა. სახელმწიფო მეთაურს დღეს სამარყანდში დაკრძლავენ. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვთან გამოსამშვიდობებლად ათი ათასობით ტაშკენტელი  „საპრეზიდენტო გზაზე“ გამოვიდა, საიდანაც სამგლოვიარო პროცესია ტაშკენტის ცენტრიდან აეროპორტ „სამხრეთის“  მიმართულებით გაემართა, იუწყება „Sputnik უზბეკეთი".

უზბეკეთის პრეზიდენტი პარასკევს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელმწიფო მეთაურს, ანდერძის თანახმად, 3 სექტემბერს სამარყანდში დაკრძალავენ. პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშრებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.  

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი - Sputnik საქართველო
უზბეკეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობების დროებით შემსრულებელი, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდაშევი გახდა.

„ისლამ აბდუგანიევიჩმა ძლზე ბევრი გააკეთა ჩვენიქ ვეყნისთვის. ის ჩვენი პირველი პრეზიდენტია და ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მას“, — განუცხადა Sputnik-ს ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:20 საათზე სამგლოვიარო პროცესია ტაშკენტის ცენტრიდან აეროპორტ „სამხრეთის“ მიმართულებით გაემართა. აქედან კარიმოვის ცხედარს მის სამშობლოში, სამარყანდში გადაასვენებენ, სადაც დაიკრძლება კიდევ უზბეკეთის პრეზიდენტი. პანაშვიდები შაბათს გაიმართება.

ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი უზბეკეთის სსრ-ს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ასევე იყო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უზბეკეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წელს არჩეულ იქნა პრეზიდენტად და ამ პოსტზე კვლავ ირჩევდნენ ყოველ შემდგომ არჩევნებზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0